TicketForEvent uses cookies to operate. By continuing to use the site, you agree that cookies are being collected, changed and stored on your device. You can change cookie preferences in your browser's settings. OK

B2N TBILISI - Network Testing
B2N TBILISI - Network Testing

B2N TBILISI - Network Testing

14 July 2023
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia, Tbilisi
Free
Choose tickets
B2N TBILISI - Network Testing
Choose tickets Free

Event details

B2N ბრუნდება! Მოემზადე Back2Networking კონფერენციისთვის, რომელიც ქსელის ინჟინრებისთვის შეიქმნა. Ყოველი სესია მინი-ვორქშოფს წარმოადგენს, კონკრეტული ტექოლოგიის განხილვას საფუძვლებიდან მისი იმპლემენტაციის მაგალითებამდე.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირება: შეიტყობ უახლეს ტექნიკას და საუკეთესო პრაქტიკას ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირების შესახებ.
  • ქსელის ტესტირების ავტომატიზაცია: აღმოაჩენ ავტომატიზაციის ძალას ქსელის ტესტირებაში, ისწავლი როგორ დაზოგო შენი დრო და ძალისხმევა.
  • LAN, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირება: თანამედროვე განაწილებული ქსელის ტესტირება, ლოკალური ქსელიდან- Cloud რესურსებამდე.

რატომ უნდა დაესწრო B2N-ს?

  • დაუკავშირდები ქსელის ინჟინრებს, გააფართოვებ ნეთვორკინგს
  • ჩაერთვები დისკუსიებში და მიიღებ პრაქტიკაზე დაფუძნებულ დაკვირვებებს ექსპერტებისგან.
  • მარკეტინგისგან თავისუფალი გარემო, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ტექნიკური ცოდნის გაზიარებაზე.

თარიღი: 14 ივლისი

ლოკაცია: 3/5 Kakutsa Cholokashvili Avenue, Building T, თბილისი 0162

ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ქსელის ინჟინრების საზოგადოების შესაქმნელად!

Სპიკერები:

დავით ირემაძე: ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირება

დავით ირემაძე ქსელის ინჟინერია, ამ სფეროში 15 წელი მოღვაწეობს. დავითის საქმიანობის აქცენტი კი შემდეგი თაობის ბრანდმაუერებს უკავშირდება. Ამ საკითხის სიღრმისეულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ ის ამ დარგის პროფესიონალად ჩამოაყალიბა.

ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირების სესიაზე დავითი გაგიზიარებს საუკეთესო პრაქტიკას, ქსელური ბრანდმეურის წარმადობის შესაფასებლად.

ალექსანდრე ხიდეშელი: ქსელის ტესტირების ავტომატიზაცია

ალექსანდრე ხიდეშელი ამომავალი ვარსკვლავია ქსელური ინჟინერიის სფეროში. მისმა მიდგომებმა და თანამედროვე ხედვამ ხელი შეუწყო, მოკლე ვადაშიდიდ განაწილებულ ქსელებში პრობლემების სწრაფ და ეფექტურ მოძიებას და აღმოფხვრას. ქსელის ტესტირების ავტომატიზაცის სესიაზე ალექსანდრე გაგვიზიარებს თანამედროვე მიდგომებს ქსელის ტესტირებაში.

ალექს ზნამენსკი: LAN, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირება

ალექს ზნამენსკი გამოცდილი ქსელის პროფესიონალია, ამ სფეროში 21 წლიანი გამოცდილებით. Ალექსი 13 წელია უფროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე მოღვაწეობს საქართველოს ბანკში. თავისი კარიერის განმავლობაში, ის წარმატებით ახორციელებდა დიდი განაწილებული ქსელების ადმინისტრირებას, რაც მას საინტერესო მომხსენებელს ხდის, B2N აუდიტორიისთვის. LAN, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირების სესიაზე ალექსი გაგვიზიარებს პრაქტირულ გამოცდილებას, თანამედროვე განაწილებულ ქსელში სხვადასხვა ქსელური სეგმენტების ტესტირების უზრუნველყოფაში.

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, გააფართოვო შენი ქსელის ინჟინერიის ცოდნა და ნეთვორქინგი. დარჩი წინ სწრაფად განვითარებად სამყაროში. შემოგვიერთდით B2N-ზე და ერთად გამოვიკლვიოთ ამ სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები.

Სარეგისტრაციო ბმული:

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს Facebook -ის გვერდს

გაუზიარე B2N ივენთი შენს ქსელის ინჟინერ კოლეგებს და გამოიყენე ჰეშთეგი: #B2NConference #B2N #Back2Networking

Participants

დავით ირემაძეალექსანდრე ხიდეშელიალექს ზნამენსკი

Event host

Back2Networking by GREENNET

Date and time
14 July 2023
Friday
Starts at 14:00
Add to calendar
Venue
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Georgia, Tbilisi, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32

Venue

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Tbilisi, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32
Share this event